თა თე თვ თი თო თხ
თიხ

თიხოვანი ქანების სიმკვრივის ხარისხი

Rus. Степень уплотненности глинистых пород
E. Clay rock compaction degree
თიხოვანი ქანების სიმტკიცე დამოკიდებულია მათი სიმჭიდროვის ხარისხზე. ბუნებრივ პირობებში ერთი და იგივე ასაკისა და წარმოშობის თიხები, სიმკვრივის ხარისხის მიხედეით, შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, რაც დამოკიდებულია იმ ქანების წონაზე, რომელიც მათ თავზე ადევს და ასევე დიაგენეზის რთულ პროცესზე. თიხის ნალექების შემჭიდროვების მსვლელობაში ხდება მათი სიმტკიცის თანდათანობით ზრდა. ამ შემთხვევაში ქანის ფიზიკური მდგომარეობა იცვლება. ეს (ცვლილებები ხასიათდება განსაზღვრული საზღერებით, რომელთა შედეგადაც მათ ფიზიკურ თვისებებში იწყება ხარისხობრივი ცვლილებები. ასეთ დამახასიათებელ საზღვრებად ითვლებიან თიხოვანი ნალექების გადასვლა დენად ან პლასტიკურში, პლასტიკურიდან ნახევრად მაგარში და მაგარში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9