Rus. Структура песчаных и крупнообломочных породE. Texture of arenaceous and coarse detrital rock ქვიშების ძირითად სტრუქტურას ეწოდება ფსამიტური. იმისდა მიხედვით თუ რა ზომის ნაწილები ჭარბობენ ქვიშებში, ფსამიტური სტრუქტურა იყოფა: მსხვილ, საშუალო, წვრილ და წმინდამარცვლოვნად. იმაზე დამოკიდებულებით თუ რამდენად ერთგვაროვანი ხარისხისაა ნაწილაკები, ქვიშების სტრუქტურა შეიძლება იყოს თანარმარცვლოვანი ან არათანაბარმარცვლოვანი. მსხვილნამტვრევებიანი ქანებისთვის (კენჭნარი, ხრეში) დამახასიათებელია ფსეფიტური სტრუქტურა. ისინი მარცვლების ზომის ერთგვაროვნების, სიმჭიდროვის წყობის მიხედვით შეიძლება იყოს მსხვილმარცვლოვანი, მკვრივი, ფხვიერი და ა.შ. მარცვლების ზომების შემცირებასთან ერთად მცირდება წყალშეღწევადობა და უარესდება მექანიკური თვისებები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.