Rus. Структура почвE. Soil texture ნიადაგებისთვის მეტწილად დამახასიათებელია მაკროსტრუქტურები, რომლებიც გამოიყოფა ფორმითა და განაწევრების ზომებით. ყველაზე მეტად გავრცელებულ მაკროსტრუქტურების ტიპებს წარმოადგენენ: ბელტური, როცა ნიადაგები წარმოდგენილია მახვილკუთხა მსხვილი განაწევრებებით; კოშტისებური, როცა ცალკეული კოშტები ზემოთ აღნიშნული ბელტური მაკროსტრუქტურული განაწევრებები მცირე ზომისაა; კაკლისებური, როცა ნიადაგები წარმოდგენილია მომრგვალო განაწევრებებით და გლუვი კუთსეებით; ფენობრივი წარმოდგენილია შუა შრეებით (1-დან 100 სმ-მდე) ბოძისებური, როცა ნიადაგები შედგება ვერტიკალურად გაჭიმული განაწევრებებისაგან; ფილისებური, როცა ნიადაგები წარმოდგენილია ცალკეული ფილისებური ფორმის განაწევრებებისაგან; ფილისებური, როცა ნიადაგები წარმოდგენილია განაწევრებებით, რომლებიც განსხვავებულია ფილისებურისგან მცირე ზომებით; ფურცლოვანი ნიადაგების განაწევრებების ზომები არ აღემატება: სისქით 1-3 მმ, სიგრძითა და სიგანით 1-0.5 სმ. ქერცლოვანი ნიადაგების განაწევრებების ზომა სისქით 1 მმ, სიგრძე 1 სმ-მდე და სიგანე 0.5 სმ-მდე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.