კა კე კი კლ კო კრ კუ
კალ კაპ კარ კატ კაშ კაჭ

კარსტის სტუქტურულ - გეომორფოლოგიური კლასიფიკაცია (ნ. როდიონოვის მიხედვით)

Rus. Структурно-геоморфологическая классификация карста (по Н. Родионову)
E. Structural and geomorphological classification of karst
1. ეროზიული კარსტი - გვხვდება თანამედროვე და ძველი მდინარეების ხეობებსა და ხევებში; 2. წყალგამყოფი სივრცის (მდინარეთა შუა) კარსტი - ვითარდება პირველადი ნაპრალის დანაწევრებისა და გამოფიტვის გასწერივ; 3. ტექტონიკური აწევის კარსტი - წარმოიშობა ტექტონიკური ნაპრალების სისტემის არსებობის პირობებში; 4. ტექტონიკური რღვევის ზონის კარსტი - აქვს ხაზობრივი ხასიათი, წარმოშობილია რღვევებისა და ნაპრალების არსებობის ხსნადი ქანების ზონაში; 5. ეროსიულ - ტექტონიკური კარსტი – გეხვდება მდინარეების ხეობებში, რომლებიც კვეთენ ტექტონიკური აზევების ზონებს. ამ შემთხვევაში კარსტული ფორმების განაწილებაზე მოქმედებს არა მარტო პირველადი დიაგენეტური ნაპრალიანობა, არამედ ტექტონიკური, ხლეჩვის და სხვა ნაპრალები; 6. ძველი ტექტონიკური ჩაღრმავების კარსტი - გეხვდება კარსტული სიცარიელეების და კავერნების სახით, ზედაპირიდან 2000 მ-ის სიღრმემდე. ფ. სავერენსკის მიხედვით ეს არის ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა (დამარხული, წყლით სავსე, პასიური) კარსტი; 7. კონტაქტის ზონის კარსტი - გავრცელებულია ხსნადი და უხსნადი ქანების კონტაქტის გასწვრივ; 8. ანთროპოგენური კარსტი - მისი თანამედროვე აქტივობა გამოწვეულია წოლის პირობების დარღვევით და ქანების, ასევე მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რეჟიმის ცვლით ფართო რეგიონალურ მასშტაბში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9