Rus. Структурный рельефE. Structural relief დედამიწის ზედაპირის რელიეფის მსხვილი ფორმები, რომელთა ჩამოყალიბებაში წამყვანია ენდოგენური პროცესები. ყველაზე დიდი (პლანეტარული) მორფოსტრუქტურები შეესატყვისება კონტინენტებს და ოკეანურ ღრმულებს. პლანეტარული მასშტაბის მორფოსტრუქტურები იყოფა უფრო დაბალი რანგის ტექტონიკური სტრუქტურების შესატყვის მორფოსტრუქტურებად, როგორიცაა ბაქნური ვაკეები, ნაოჭა ოლქები, მთათა სისტემები და სხვა. ყველაზე ვრცელ მორფოსტრუქტურას გეოტექტურას უწოდებენ. ტერმინი შემოგვთავაზა ი. გერასიმოვმა (1946 წ.).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.