Rus. Структуры глинистых породE. Structures of clayey rocks 1. პელიტური სტრუქტურა - შედგება ძირითადად თიხიანი ნაწილაკებისაგან. დამახასიათებელია ზღვიური, ტბიური და ლაგუნური წარმოშობის ქანებისათვის; 2. ალევროპელიტური სტრუქტურა - თიხის ძირითად მასაში 8-10-ზე და მეტ პროცენტს შეადგენს ალევრიტული (მტვრისებური), დაკუთხული, იშვიათად მრგვალი ფორმის ნაწილაკები; 3. ფსამოპელიტური სტრუქტურა - თიხის ძირითადი ნაწილი, გარდა ალევრიტულისა, შეიცავს 8-10%-ს ქვიშიან ნაწილაკებს. ეს სტრუქტურა, ძირითადად ახასიათებს კონტინენტალური წარმოშობის თიხებს; 4. ფიტოპელიტური სტრუქტურა - დამახასიათებელია ჭაობის, ტბების, ალუვიური მუქი ფერის თიხოვანი ქანებისათვის სხვადასხვა მცენარეული ნარჩენებით; 5. ალევროლიტური სტრუქტურა - დამახასიათებელია ძირითადად, ეოლური წარმოშობის მტვრიანი ქანებისათვის (ლიოსი და ლიოსისებური ქანები).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.