Rus. Суспензионный потокE. Suspension flow გრავიტაციული ბუნებრივი დინება ზღვებსა და ოკეანეებში, რომელიც გაჯერებულია ატივნარებული მასით და ხასიათდება მომეტებული სიმკვრივით. წარმოიშობა მიწისძვრების, მდინარეებზე წყალდიდობის (ამ დროს ნაკადი ჭარბად შეიცავს მყარ ჩამონადენს), წყალქვეშა მეწყრების განვითარების დროს. სუსპენზიური ნაკადის სიგრძე შეიძლება რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევდეს, ხოლო სიჩქარე – 70-90-ს საათში. სინონიმი: მღვრიე ნაკადი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.