Rus. СуффозияE. Suffusion წყლის მიერ წვრილი მინერალური ნაწილაკების (მექანიკური სუფოზია) და ხსნადი ნივთიერებების (გამოტუტვა) გამოტანა. სუფოზია არღვევს გრუნტების მიკროაგრეგატულ სტრუქტურას, წარმოქმნის მიწისქვეშა სიღრუვეებს და იწვევს ზემოთ მდებარე შრეების ჩაწოლას, რის შედეგად წარმოიშობა დახშული ჩადაბლებანი, ქვაბურები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.