Rus. Суффозия породE. Rock suffosion ნიადაგის ხსნადი მარილების (ქლორიანი, ქლორ-სულფატიანი, კარბონატული) გამოტუტვა, მიკროაგრეგატული სტრუქტურის დარღვევა და ქანის წვრილი ნაწილაკების ჩატანა სიღრმეში წყლის დაღმავალი დინებებით და შემდეგ კი - გამოტანილი მიწისქვეშა წყლებით. ეს იწვევს ზემდებარე ქანების ჩაჯდომას და დედამიწის ზედაპირზე ჩაკეტილი ჩაღრმავებების წარმოშობას, რომლებიც თავისი სიდიდით ზოგჯერ პატარებია (მიკროჩაღრმავებები), ზოგჯერ კი საკმარისად მოზრდილები. პატარების დიამეტრი მერყეობს 100-500 მ-მდე, სიღრმე 0.1-0.5 მ, დიდი ზომების შესატყვისად დიამეტრი - 0.6 -15 კმ, ხოლო სიღრმე კი - 1.5-2.0 მ-მდე. სუფოზია დამახასიათებელია ლიოსებისა და ლიოსისებური გრუნტებისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.