Rus. Тайга (хвойные леса севера)E. Taiga ამერიკისა და ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც ფართო ზოლადაა გადაჭიმული მარადმწვანე წიწვიანი ტყეები. აქ გაბატონებულია: ნაძვი, სოჭი და ფიჭვი, გვხვდება აგრეთვე, ფოთოლცვენია წიწვიანი მცენარე - ლარიქსი. არჩევენ ორი ტიპის ტაიგას: დაბურულწიწვიანს, რომელიც, ძირითადად ნაძვისა და სოჭისაგან შედგება და ნათელწიწვიანს, სადაც ლარიქსი და ფიჯჭვი ჭარბობს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.