ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტაი ტაკ ტალ ტაფ ტაქ

ტაკირი

Rus. Такир
E. Takyr
უდაბნოში თიხიანი ვაკე, ტყე-მცენარეულობის საფარის გარეშე. გაზაფსულობით ტენიანდება და ხშირად იფარება წყლის თხელი ფენით. ტაკირი წარმოადგენს პერიოდულად დაშრობილი ტბის ფსკერზე ფისივით მწებარე ტალახს. ეს უკანასკნელი გაშრობისას მცირდება მოცულობაში, რის გამოც ფსკერის ზედაპირი იფარება მკვრივი ქერქით, რომელიც ნაპრალებით დანაწევრებულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის პოლიგონებად. ტაკირის ზომები - რამდენიმედან ათეულ კმ²-მდეა, ფორმირდება იმ პირობებში, თუ გრუნტის წყლები განლაგებულია ზედაპირიდან 1.5 მ-ზე მეტ სიღრმეზე. დამახასიათებელი გვალვიანი მხარეებისთვის (მაგალითად, ყარაყუმი).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9