ხეობებში, ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე არსებული ბუნებრივი საფეხურები, რომლებსაც გააჩნიათ ბაქანი, ე.ი. სწორი მოედანი ან მისი წარმომქმნელი ჰიდროლოგიური ობიექტებისაკენ (მდინარე. ზღვა, ტბა) სუსტად დახრილი ზედაპირი, განასხვავებენ: აკუმულაციურ, ეროზულ, ცოკოლურ, შერეულ და სხვა. ტერასებს ახასიათებთ სართულებრივი განლაგება, რაც მოწმობს მდინარის მოქმედებაში აკუმულაციური და ეროზიული პროცესების მონაცვლეობას. ტერასების ჩამოყალიბება ხდება არათანაბარი ტექტონიკური მოძრაობის ფონზე, აგრეთვე ჰავის ცვალებადობით, წყლის აუზის ევსტატიკური რყევებით. ტერასების ასაკი მათი სიმაღლებრივი მდებარეობის შესაბამისად იზრდება, ყველაზე ახალგაზრდაა მდინარის (ტბის, ზღვის) ნაპირთან მდებარე ტერასა. გვხვდება ცრუ ანუ ფსევდოტერასებიც.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.