ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტერიკონი

Rus. Террикон
E. Waste pile, Spoil bank
შახტიდან გამოტანილი კონუსის ფორმის ქანების ყრილი ან გამდიდრების შედეგად დაგროვილი ნარჩენები. ტერიკონების, მოცულობა 0.5 მლმ³-დან რამდენიმე ათეული მილიონი მ-მდეა, ხოლო სიმაღლე ხშირად აღწევს 100 მ-ზე მეტს, ჯგუფური ნაყარის ფუძის ფართობის ზომით ათეული ჰექტარის ტოლია. ტერიკონები ჩვეულებრივ შედგება ფიტოტოქსიკური ქანებისაგან. მათი რეკულტივაცია მოიცავს სამ ეტაპს: სამთო ტექნიკურს (ზედაპირის მომზადება), მელიორაციულს (ღონისძიებები ტოქსიკურობის ნეიტრალიზაციისათვის) და ფიტომელიორაციულს (მწვანე ნარგავების შექმნა). ტერიკონების ტიპებისათვის სხვადასხვა რეგიონში დამუშავებულია ღონისძიებათა კომპლექსი მათი ფართობების რეკულტივაციისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9