Rus. Техногенный рельефE. Technogenic relief ადამიანის სამეურნეო საქმიანობით წარმოქმნილი ან სახეშეცვლილი რელიეფის ფორმათა ერთობლიობა, განასხვავებენ სტიქიურად წარმოქმნილ და შეგნებულად შექმნილ ტექნოგენურ რელიეფს. რელიეფის შეგნებული გარდაქმნა ხდება მშენებლობის (დამბები, მიწაყრილები, არხები და სხვ.), მელიორაციის (ფერდობების დატერასება, სადრენაჟო და სარწყავი ქსელის მშენებლობა) და დარღვეული ლანდშაფტების რეკულტივაციის დროს. ტექნოგენური რელიეფის სტიქიური წარმოშობა დაკავშირებულია მეურნეობის არასწორ მართვასთან (ხრამების, მოძრავი ქვიშების, მიწისქვეშა გამონამუშევრები, ჩანაქცევებისა და სხვათა წარმოქმნა), აგრეთვე ზოგიერთ სამშენებლო და სამთო სამუშაოებთან (კარიერები, ტერიკონები და სხვ.). ტექნოგენური რელიეფი კლასიკურად არის გამოხატული საქართველოში (მესხეთი, იმერეთი და სხვ.).
Synonym: ანთროპოგენური რელიეფი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.