ქა ქე ქვ ქი ქლ ქს
ქაი ქალ ქან ქარ

ქანის ნაპრალიანობა

Rus. Трещиноватость пород
E. Rock jointing
ქანის მონოლითურობის დარღვევა, მისი სხვადასხვა ზომებად განაწევრება. ნაპრალები ქმნიან დასუსტებულ ზონას, მიწისქვეშა წყლების მოძრაობის გზას, მასივის ყველაზე უფრო მოსალოდნელი დაძვრის მიმართულებას, ბლოკების განწევრებას ფერდობებზე და სამთო გამონამუშევრებში. ნაპრალები მოქმედებენ ქანის მდგრადობაზე და სიმკვრივეზე, გაზისა და წყლის შეღწევადობაზე (გამტარიანობაზე), მათი დამუშავების ხარისხზე, ჭაბურღილის გაყვანაზე; ნაპრალიანობის ხარისხით და ხასიათით საზღვრავენ სამშენებლო სამუშაოების ორგანიზაციას, წარმოებასა და სამთო-გეოლოგიურ პირობებს სასარგებლო ნამარხების საბადოების დამუშავებისათვის (Чаповский. 1975).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9