გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრუ

გრუნტის შემკვრივება

Rus. Уплотнение грунтов
E. Soil compaction (consolidation)
გრუნტის შემჭიდროება ფორების (სიცარიელების) მოცულობის შემცირების ხარჯზე. შემჭიდროება ადიდებს გრუნტის მოცულობით წონას, მის წინააღმდეგობას კუმშვაზე, ჩაწნევაზე და ზიდვაზე (დაწოლაზე), ამცირებს წყლის ფილტრაციის შესაძლებლობას გრუნტში და ასევე წყლის შთანთქმას, ჯდომას და ა.შ. გრუნტის შემჭიდროება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, როგორც გაზისებური ფაზის გამოდინების პროცესში გრუნტიდან, რის შედეგადაც ხდება მაგარი ნაწილაკების ურთიერთმიახლოვება, ხოლო გრუნტი, რომელიც შედგება სამი ფაზისაგან - მაგარი, თხევადი და გაზისებური, გადადის ორფაზიან სისტემის ახლო მდგომარეობაში - გრუნტის მასაში, მაქსიმალურად შემჭიდროებული გრუნტი შეიცავს არაუმეტეს ჰაერის 5%-ს. მაქსიმალურ შემჭიდროებას გრუნტი აღწევს ოპტიმალური ტენიანობის დროს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9