მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მძ მწ მჭ
მდგ მდე მდი

მდგრადი განვითარება

Rus. Устойчивое развитие
E. Sustainable development
ბრუნტლანდის კომისიის მიხედვით „მდგრადი განვითარების“ ქვეშ იგულისხმება ისეთი განვითარება, რომელიც დააკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნილებებს, მაგრამ არ დააყენებს საშიშროების ქვეშ მომავალი თაობის შესაძლებლობებს დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები. საქართველოს გარემოს დაცვის კანონში „მდგრადი განვითარება“ განსაზღვრულია ისეთი სიტუაციით, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისათვის და გარემოს დაცვის ინსტიტუტის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების ხარისხის ზრდას და მომავალი თაობის უფლებას ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებით და გარემოთი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9