Rus. Фация (в геологии)E. Facies ქანი (შრე ან მისი ნაწილი), რომელსაც უჭირავს განსაზღვრული ადგილი გეოლოგიურ ჭრილში. ის იმყოფება კანონზომიერ კავშირში გეოლოგიური ჭრილის სხვა ქანებთან და გამოირჩევა მთელი თავისი გავრცელების არეში ერთნაირი ლითოლოგიური ფედგენილობით, ერთნაირი ფაუნით და ფლორით. ფაციესი ეს არის ერთგვაროვანი და ერთასაკოვანი ლითოლოგიური ელემეტი, რომელიც ყველაზე მცირე ერთეულს წარმოადგენს ფორმაციის ტაქსონომიურ სისტემაში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.