ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფიზ ფილ ფიო ფიტ ფიქ

ფიორდი

Rus. Фиорд
E. Fiord, fjord
ზღვის მთიანი სანაპიროს ვიწრო, შეჭრილ - შემოჭრილი ღრმა ყურე, რომლის სიგრძე ბევრად აღემატება სიგანეს. ფიორდის კლდოვანი კალთები ციცაბოა (ზოგან შვგეულიც), ხოლო ფსკერი უსწორმასწორო. ფიორდი მყინვარის მიერ დამუშავებული ძველი ეროზიული ან ტექტონიკური ხეობაა, რომლებიც გამყინვარების შემდგომი ტრანსგრესიით წყალმა დაიკავა (მისი სიგრძე 320 კმ, ხოლო სიღრმე 1000 მ-მდე შეიძლება აღწევდეს). ფიორდები გვხვდება მაღალი განედების პლეისტოცენური და თანამედროვე გამყინვარების მხარეებში. ფიორდების კლასიკური მხარეა სკანდინავიის დასავლეთი სანაპირო.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9