Rus. Фитофаги и зоофагиE. Phytophage and zoophage იმის მიხედვით, თუ როგორი საკვებით იკვებება ცხოველი, განასხვავებენ ფიტოფაგებს, რომლებიც იკვებებიან ფიტოპლანქტონებით, მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით, თესლებითა და ნაყოფებით; ზოოფაგებს ანუ ცხოველური საკვებით მკვებავებს მიეკუთვნებიან ე.წ. „მშვიდობიანი“ ზოოფაგები, რომლებიც იკვებებიან მცირე ზომის ფიტოფაგებით (მწერები, მრავალი კიბოსნაირი, პლანქტონითა და ბენთოსით მკვებავი თევზები, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ნაწილი, მწერიჭამია ფრინველები და ძუძუმწოვრები). დანარჩენ ზოოფაგებს მტაცებლების ჯგუფს აკუთვნებენ, მათ შეუძლიათ მოზრდილი ცხოველებით კვება. ზოოფაგების ჯგუფს მიაკუთვნებენ, აგრეთვე გარეგან და შინაგან პარაზიტებს. დაბოლოს, მესამეულ მომხმარებელს ანუ საპროფაგებს მიეკუთვნებიან მკვდარი ორგანული საკვებით მკვებავი ცხოველები. ესენი არიან: დეტრიტოფაგები, ცხოველთა გვამებით მკვებავი - ნეკროფაგები, ექსკრემენტით მკვებავები - კოპროფაგები. მათი წარმომადგენლები გვხვდებიან როგორც უხერხემლოთა, ისე ხერხემლიანთა შორის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.