Rus. Черты распределения организмов в популяцииE. Organism distribution features in population პოპულაციის ნორმალური არსებობა დაკავშირებულია იმ ტერიტორიასთან, რომელშიც იგი ბინადრობს. როგორი ვრცელიც არ უნდა იყოს ეს ტერიტორია, მისი სასიცოცხლო რესურსები მაინც შეზღუდულია; აქ შეიძლება იარსებოს ორგანიზმთა მხოლოდ განსაზღვრულმა რაოდენობამ. გასაგებია, რომ არსებული რესურსების გამოყენების სისრულე დამოკიდებულია არა მხოლოდ პოპულაციის რიცხოვნობაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ არიან განაწილებული ორგანიზმები ტერიტორიის ფარგლებში. სახეობის სპეციფიკისა და ტერიტორიის ფიზიკურ - გეოგრაფიული თავისებურების შესაბამისად არჩევენ ორგანიზმთა სივრცობრივი განაწილების ანუ შიგა პოპულაციური დისპერსიის სამ ძირითად ტიპს - შემთხვევითს, თანაბარსა და ჯგუფურს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.