Rus. Шнековое бурениеE. Auger drilling ჭაბურღილის ბურღვა მბრუნავი დაზგით, აღჭურვილი ჩვეულებრივი საბურღი შტანგების ნაცვლად, შნეკით (ვინტისებური შტანგებით), რომელიც ახდენს სანგრევზე გაბურღული ქანის (კერნის) ტრანსპორტირებას ზედაპირზე. გამოიყენება მიწისქვეშა წყლების არაღრმა განლაგების (50 მეტრამდე) დროს, სადაზვერვო ჭის ბურღვისთვის, როცა გეოლოგიური ჭრილი წარმოდგენილია ფხვიერი ქვიშა - თიხიანი ქანებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.