Rus. БиосфераE. Biosphere 1. ბიოსფერო ეკოსისტემების ერთობლიობაა. იგი წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის გარეგან გარსს, რომელიც მას კოსმოსურ გარემოსაგან მიჯნავს; 2. ბიოსფერო არის გეოგრაფიული სარტყლის ერთ-ერთი სფერო, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს, ლითოსფეროსა და ჰიდროსფეროს ცოცსალი ორგანიზმებით დასახლებულ ნაწილს. ბიოსფეროს ზედა საზღვარი იმყოფება 10-12 კმ-ზე დედამიწის ზედაპირიდან, ხოლო ქვედა საზღვარი - 2-3 კმ-ით ქვემოთ ზედაპირიდან; 3. დედამიწის ცოცხალი გარსი, რომელმაც თავისი განეითარების პერიოდში ფიზიკურ - ქიმიური ფაქტორების გავლენით გაიარა ბიოლოგიური ეპოქები და იმყოფება შესატყვის დინამიკურ წონასწორობაში (2-3 მილიარდი წელი).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.