Rus. ЭкогенезE. Ecogenesis (ბერძნული სიტყვა - საცხოვრებელი და წარმოშობა) ორგანიზმების ეკოლოგიური თვისებების შეცვლის ისტორიული პროცესი. ეკოლოგია ევოლუციის ერთ-ერთი ისტორიული უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებაა და ვლინდება როგორც ახალ სახეობათა ფორმირების პროცესში, ისე ორგანიზმთა ყველა დიდი ჯგუფის, ე.ი. მთელი ორგანული სამყაროს ისტორიულ განვითარებაში. ეკოგენეზი გამოიხატება მრავალრიცხოვანი ახლად შეგუებითი თავისებურებების შეძენით, რაც განაპირობებს ორგანიზაციის საერთო აღნაგობას, იძლევა ახალი ეკოლოგიური პირობებისადმი შეგუებისა და ახალი საარსებო ტერიტორიების დაუფლებას, ე.წ. ეკოგენეზური ექსპანსიის საშუალებას.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.