Rus. ЭкологизацияE. Ecologization განუხრელი და თანმიმდევრობითი დანერგვა ტექნოლოგიური სისტემების, მმართველობითი და სხვა გადაწყვეტილებების, რომლებიც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტურობა და პირობები ბუნებრივი გარემოს ან საერთოდ ცხოვრების გარემოს გაუმჯობესების, ან მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით როგორც ლოკალურ, რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე (ცალკეული წარმოებებიდან ტექნოსფერომდე). ეკოლოგიზაციას თვლიან თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოთხოვნად. შენიშვნა: ტერმინმა მიიღო მრავალი განმარტება - ცოდნის, მეცნიერების ეკოლოგიზაცია და ა.შ. საერთოდ ეკოლოგიზაცია ნიშნავს მრავალმხრივ (უფრო სისტემურ, ვიდრე წინათ), მიდგომას ობიექტური სამყაროსადმი და ბუნების როლის მეტ აღქმას ადამიანის (ცხოვრებაში, რაც ნიშნავს კულტურის ახალ ეტაპს ეცოლოგიურს). სიციალურ - ეკონომიკურ მიმართებით ეკოლოგიზაცია მოითხოვს ბუნების განიავების ან დახარჯვის პრინციპიდან მისი დაზოგვით გამოყენების მეთოდზე გადასვლას, უარყოფას ბუნების რესურსების ექსტენსიურ გაფართოებით გამოყენებაზე, მაქსიმალური სარგებლობის მიღება მინიმალური ნედლეულის ხარჯვით და ცხოვრების გარემოს უმნიშვნელო დარღვევით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.