ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეფ ექ
ეკო

ეკოლოგია

Rus. Экология
E. Ecology
ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას. ტერმინი „ეკოლოგია“ შემოთავაზებულ იქნა გერმანელი მკვლევრის ჰეკელის მიერ. ეკოლოგიური გეომორფოლოგია - მეცნიერული მიმართულება, რომელიც სწავლობს ნებისმიერი რანგის გეომორფოლოგიური სისტემების ურთიერთკავშირებს და ურთიერთზემოქმედების შედეგებს ადამიანის ეკოლოგიის სისტემასთან. ე.ი. ადამიანის ცხოვრების პირობებთან და საქმიანობასთან. სინონიმი: რაციონალური ბუნებათსარგებლობის გეომორფოლოგია. ნ. რეიმერსის მისედვით ეკოლოგია წარმოადგენს: 1. ბიოლოგიის ნაწილს (ბიოეკოლოგია) - შეისწავლის ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას; 2. დისციპლინას, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა იერარქიული დონის ეკოსისტემების ფუნქციონირების საერთო კანონებს; 3. ცოცხალ ორგანიზმთა ბინადრობის (ადამიანის ჩათვლით) გარემოს გამოკვლევის კომპლექსურ მეცნიერებას; 4. ცოდნის დარგს, რომელიც, განიხილავს საგნებისა და მოვლენების ერთობლიობას ობიექტის ან სუბიექტის თვალსაზრისით; 5. პლანეტის ეკოსფეროში ადამიანის მდგომარეობის სახის და საზოგადოების გამოკვლევას, მათ კავშირებს ეკოლოგიურ სისტემებთან და მათზე ზემოქმედების ზომებს. დღეისათვის ეკოლოგია გაიგება როგორც დარგთაშორისი მეცნიერება, თუმცა მისი თანამედროვე მიმართულების საფუძვლად მაინც რჩება ბიოეკოლოგიის ფუნდამენტური იდეა. ეკოლოგიის თანამედროვე მიმართულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ბიოეკოლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია, გეოეკოლოგია, სოციალური ეკოლოგია. ც. მირცხულავას მისედვით ეკოლოგია ზოგადი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ცოცხალი არსების გარემოსთან ურთიერთობას და მათთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ, საინჟინრო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებს. მას აშკარად გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩნია და იგი ბიოლოგიასთან ერთად ეყრდნობა ზოოლოგიას, გეოლოგიას, ნიადაგმცოდნეობას, გეოგრაფიას, ჰიდროლოგიას, ეკონომიკას, პოლიტიკასა და მეცნიერების სხვა დარგებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9