Rus. Экология прикладнаяE. Applied ecology ბუნებრივი რესურსების და ცხოვრების გარემოს ნორმების გამოყენების შემუშავება, მათზე დასაშვები დატვირთვა, სხვადასხვა იერარქიული დონის ეკოსისტემების მართვის ფორმები, მეურნეობის ეკოლოგიზაციის მეთოდები. უფრო ზოგადი გააზრებით - ადამიანის მიერ ბიოსფეროს დაშლის შესწავლის მექანიზმი, ამ პროცესების თავიდან აცილება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მეთოდების გამომუშავება, ცხოვრების გარემოს დეგრადაციის გარეშე. გამოყენებითი ეკოლოგია დაფუძნებულია კანონთა სისტემაზე, ბუნებათსარგებლობის, ეკოლოგიის წესებსა და პრინციპებზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.