Rus. ЭкосистемаE. Ecosystem ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი გარემოს ფუნქციონალური ურთიერთდამოკიდებულების შედეგად შექმნილი ერთიანი ეკოლოგიური სისტემა (ტენსოლი). ეკოსისტემის შესწავლის მიზანია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროცესში ნივთიერებათა წარმოქმნის, ცირკულაციის, დაგროვებისა და ტრანსფორმაციის გამოკვლევა აბიოტურ ფაქტორებთან ერთად. ეკოსისტემა თვითმარეგულირებელი ღია სისტემაა. განარჩევენ მიკროეკოსისტემას (მაგალითად, მოჭრილი ხე ამონაყარით და მასზე დასახლებელი ცხოველებით და მიკ- როორგანიზმებით) და მაკროეკოსისტემას (ოკეანე). ეკოსისტემათა ურთიერთკავშირი ქმნის ბიოსფეროს. ტერმინი „ეკოსისტემა“, „ბუნებრივი ეკოსისტემა“ და „ბუნებრივი ლანდშაფტი“ არ წარმოადგენენ სინონიმებს. ისინი ასახავენ ბუნების სხვადსხვა თვისებებს. ტერმინები „ეკოსისტემა“ განსაკუთრებით მეცნიერულ და ბუნების დაცვით ლიტერატურაში, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს იმ შემთსვევაში, როცა პირველ ადგილზე ისმის ბიოტის დაცვის პრობლემა ადამიანის ჩათვლით). ტერმინი „ბუნებრივი გეოსისტემა“ უპირველესად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი ყურადღება ექცევა ბუნების სხვა კომპონენტების დაცვას: წყალს, ჰაერს, ლითოსფეროსა და ასევე მთლიანად ლანდშაფტს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.