Rus. Экосистема океанаE. Ocean ecosystem უჭირავს დიდი ფართობი (ზედაპირი) - 361 მილ. კმ² და ფლობს წყლის დიდ მოცულობას - 1,37 მილ.კმ³, რომელიც შეადგენს დედამიწის მთელი ჰიდროსფეროს 94%-ს. ეს არის ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი ეკოსისტემა. ოკეანის საცხოვრებელი გარემო უწყვეტია. მას არა აქვს საზღვარი, რომელიც ზღუდავს ცოცხალი ორგანიზმების გაფანტვას. ოკეანეში წყალი იმყოფება მუდმივ მოძრაობაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ზღვის დინებები. ოკეანეს ახასიათებს როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ცირკულიაცია. ოკეანის წყლებში გახსნილია 48-1015 ტონა სხვადასხვა მარილი, რაც ხელს უწყობს მრავალნაირი ფორმის ორგანიზმების განვითარებას. ამჟამად ოკეანეში არის 160 000 ცხოველების სახე და 10 000 სახის მცენარეულობა. აქედან 16 000 თევზის სახეა, 80 000 მოლუსკების, 20 000-ზე მეტი კიბოსნაირების, 15 000 უმარტივესნი და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.