Rus. ЭлектроосмосE. Electrical osmosis სითხის ცალმხრივი მოძრაობა ფორიან გარემოში (მაგალითად, დისპერსიული ქანები) მუდმივი ელექტროდენის პოტენციალების სხვაობათა გავლენით. ამ მოვლენაზეა დამოკიდებული ელექტროოსმოსიკური წყალშემცველი თიხიანი ქანების გამოშრობა, რომელიც იწვევს გრუნტის გაშრობას დადებითი ელექტროდის ზონის ირგვლივ და წყლის დაგროვებას უარყოფით ელექტროდთან. ელექტროოსმოსური მოვლენა საფუძვლად უდევს ელექტროდრენაჟს კარიერების, სამშენებლო ქვაბულების და სხვა გამონამუშევრების გავლის დროს წყალშემცველ გრუნტებში, რომლებიც ხასიათდებიან სუსტი წყალგაცემით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.