Rus. Элементы речной долини и руслаE. Elements of river valley and river bed მათ მიეკუთენება: Нагорный берег - მთიანი ნაპირი - მაღალი და ციცაბო ძირითადი ნაპირი, რომელიც უშუალოდ ეშვება მდინარის ხეობისაკენ ან კალაპოტისაკენ; Луговой берег – მდელო ნაპირი - დაბალი დამრეცი მდინარის ნაპირი; Бровка склона - ფერდობის კიდე - ხეობის ფერდობის გარდატეხის ხაზი, ხეობის ზემოთ მიმდებარე ზედაპირთან; Пойма - ჭალა - მდინარის ფსკერის ბრტყელი ნაწილი, რომელიც იფარება წყალდიდობის დროს; Дно - ძირი (ფსკერი) - ხეობის ყველაზე დაბალი ადგილი, ჩვეულებრივ, ამოვსებული მდინარის ნალექებით; Ширина долины по дну - ხეობის განი ფსკერზე - მანძილი ხეობის კალთების ძირებს შორის; Главное русло - მთავარი კალაპოტი - კალაპოტი, რომელშიც მიედინება მდინარის დიდი ნაწილი; Рукав (протока) - განტოტება (ტოტი) - განშტოებული კალაპოტის მეორეხარისხოვანი ტოტი; Гирло - მდინარის ტოტი დელტაზე - ვიწრო წყლის ნაკადი, რომელიც აერთებს ლიმანს ზღვასთან; Старица - ნამდინარევი - მდინარისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი ძველი კალაპოტის მონაკეეთი. წარმოიქმნება მდინარის კალაპოტის შეცვლის შედეგად (მეანდრის ყელის გარღვევა, ტოტების გადაკეტვა და ა.შ.); Излучина - მეანდრი - მდინარის გრძელი მოსახვევი წყალმარჩხობის დროს; Дельта - დელტა - ზღვაში ან ტბაში შეჭრილი მდინარის შესართავი, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებით და გადაკვეთილია მეტ-ნაკლებად დატოტვილი მდინარის ნაკადებით და ფშანებით; Плавин - ჭაობიანი ჭალა - ჭალის ან მდინარის დელტის დადაბლებული ჭაობიანი ადგილები, რომლებიც დაფარული არიან ლელქაჩით ან ლერწმით; Лиман - ლიმანი - მდინარის გაფართოებული კალაპოტი შესართავთან; Перекат - ჩქერი - ვაკის მდინარეების კალაპოტების წყალმარჩხი მონაკვეთები, რომელთაც ახასიათებს ზვინულები მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიმართული დამრეცად დახრილი ფერდობებით, ხოლო ციცაბო - დინების მიმართულებით; Плёс - მუხლი (მდინარის) - მდინარის დინების უფრო ღრმა ადგილები ნელი დინებით, ვიდრე მის ზედა და ქვედა ნაწილებში; Порог - ზღურბლი - მდინარის წყალმარჩხიანი უბანი დიდი დაქანებითა და სისწრაფით; Водонад - წყალვარდნილი (ჩანჩქერი) - მდინარის წყლის ვარდნა მკვრივი ქანებით აგებული კალაპოტის საფეხურიდან. რამდენიმე საფეხურის არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება კასკადი; Стрежень - მდინარის შუაწყალი - მდინარის დინების მაღალი სიჩქარის ზედაპირული ხაზი ნაკადში, რომელიც ჩვეულებრივად ემთხვევა ღრმა ადგილებს; Фарватер - ფორვატერი - მდინარის კალაპოტის ყველაზე უფრო ღრმა ნაწილების მაჩვენებელი ზოლი, რომელიც საჭიროა გემის უსაფრთხო ცურვისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.