Rus. Эндогенные процессыE. Endogenic process რელიეფწარმომქმნელი პროცესები, რომლებიც ხდება უმთავრესად დედამიწის წიაღში და შეპირობებულია მისი შინაგანი ენერგიით, სიმძიმის ძალით, დედამიწის ბრუნვით გამოწვეული ძალებით. ვლინდება მთათა წარმომშობი პროცესების, დედამიწის ქერქის რხევით მოძრაობების, მაგმატიზმის მოვლენებით, მიწისძვრების სახით. ენდოგენური პროცესების მოქმედებით წარმოიშობა მორფოსტრუქტურები, ხოლო ეგზოგენურ პროცესებთან ურთიერთზემოქმედებით - დედამიწის ზედაპირის რელიეფი.
Synonym: შიგადინამიკური პროცესები, ჰიპოგენური პროცესები, პლუტონური პროცესები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.