ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეფ ექ
ეოლ

ეოლური რელიეფი

Rus. Эоловый рельеф
E. Eolian relief
წარმოიქმნება ქარის მოქმედების შედეგად მეტწილად არიდული ჰავის პირობებში, აგრეთვე ზღვების, ტბებისა და მდინარეთა სანაპიროებზე. უფრო მეტადაა გავცელებული აკუმულაციური და აკუმულაციურ-დეფლაციური რელიეფის ფორმები - ქვიშის ბორცვები და სერები, ბარხანები, დიუნები, ღარტაფები, იარდანგები და სხვა. მათი მორფოლოგია და სიდიდე ძირითადად გაბატონებული ქარის რეჟიმზეა დამოკიდებული. ტროპიკული არიდული უდაბნოებისათვის (საჰარა, თაკლამაკანი) დამახასიათებელია შიშველი, ადვილად მოძრავი ქვიშიანი ფორმები; მცენარეულობით სუსტად შემოსილ ტროპიკულ გარე უდაბნოებში გვხვდება ნაკლებად მოძრავი ან უმოძრაო ეროზიული რელიეფის ფორმები (შუა აზია, ავსტრალია და სხვა).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9