Rus. Явления инженерно-геологическиеE. Engineering-geological phenomena პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება ბუნებრივ პირობებში მშენებლობისა და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობების ექსპლუატაციის დროს. ტიპიურ საინჟინრო-გეოლოგიურ პროცესებს ეკუთვნის: გზის ვაკისის დეფორმაცია და ფერდობის დეფორმაციები, ქანების შეკუმშვა, ქანის გამოტუტვა, მთის წნევა, ამობურცვა სამთოგამონამუშევრებში და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.