Rus. Воздействие человека на животный мирE. Human impact in fauna ცხოველები მცენარეულობასთან ერთად თამაშობენ არსებით როლს ქიმიური ელემენტების მიგრაციაში, რომელიც საფუძვლად უდევს ბუნებაში ურთიერთკავშირს. ისინი საჭიროა ადამიანის არსებობისათვის, როგორც საკვები წყარო და სხვადასხვა რესურსები. ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა პლანეტის ცხოველთა სამყაროზე. 1600 წლიდან დედამიწაზე გადაშენდა 94 სახის ფრინველი და 63 სახის ძუძუმწოვარი. გადაშენდნენ აგრეთვე ცსოველები: ჩანთოსნები, მგლები, ზღვის ძროხა და სხვანი. ბოლო წლებში ადამიანის მიერ გამოყენებულმა პასტიციდებმა (მინერალურმა სასუქებმა) უარყოფითად იმოქმედეს ცხოველთა სამყაროზე, მათ გამოიწვიეს ოკეანეებისა და ხმელეთის მცენარეების გაჭუჭყიანება, რაც ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანსა და ცხოველებზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.