Rus. Воздействие человека на морское побережъеE. Human impact on seacoast ეს არის საზღვრის ზონა (ტიპიური ეკოტოპი), რომელიც ზღვასა და ხმელეთს შორის ხასიათდება ძველი და ახალი სანაპირო რელიეფის ფორმირებით და ორგანიზმების გაერთიანებით, შედგება ზღვისპირეთისაგან, სანაპიროსა და პლაჟისაგან. ოკეანის სანაპირო სახის სიგრძე შეადგენს 777 000 გრძივ კილომეტრს, რომელიც ძირითადად აკუმულაციურ ნაპირს წარმოადგენს. დედამიწაზე ჭარბობს ისეთი ნაპირები, რომლებიც განიცდიან ჩაძირვას (სიჩქარით 1-5 მმ წელიწადში) და სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია პარნიკული ეფექტის ეკოლოგიური შედეგების განხილვისას. ოკეანის სანაპიროსთან დაკავშირებულია ადამიანის სხვადასხვაგვარი, ეკონომიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სამეურნეო მოღვაწეობა, რომელიც ყოველწლიურად ზრდის ანტროპოგენულ დატვირთვას სანაპირო ზოლზე. თანახმად OOH-ის შეფასებისას 2000 წლისათვის მოსახლეობის 70%-ზე მეტი განთავსებული იქნება ოკეანის სანაპიროს ვიწრო ზოლში (სიგანით 60კმ-მდე), ამჟამად ამ ხოლში განლაგებულია 100-ზე მეტი ნავსადგური, მათ შორის ისეთი გიგანტები როგორიცაა როტორდამი, იოკოგამა (ტვირთბრუნვით 150 მილ.ტ.) ნიუ-ორკი, ლონდონი, მარსელი და სხვა. სანაპიროს თანამედროვე გარეცხვა გამოწვეულია როგორც ბუნებრივი ისე ანთროპოგენული მიზეზებით. ე. ბერდის (1990) მიხედვით 70%-ზე მეტი აკუმულაციური სანაპირო იხევს ნაპირისკენ სიჩქარით 10 სმ წელიწადში, ხოლო ქვიშაკენჭნარიანი სანაპირო 1,0 მ-მდე წელიწადში. ეს პროცესი კავკასიაში ძირითადად გამოწვეულია ანთროპოგენული პროცესებით. ბოლო წლებში სერიოზულ საშიშროებას იწვევს ძლიერი ანთროპოგენული ზემოქმედება ტროპიკულ რაიონების სანაპირო ზონებში. ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სანაპირო ეკოსისტემაზე ადამიანის რეკრეაციული მოღეაწეობა და ტურიზმი, განსაკუთრებით ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე. ზემოთ აღწერილი პირობები გავრცელებულია დედამიწის თითქმის ყველა ზღვისა და ოკეანის სანაპიროზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.