აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ
ადა ადგ ადვ ადი ადს

ადამიანის ზემოქმედება მდინარეთა ეკოსისტემაზე

Rus. Воздействие человека на речные экосистемы
E. Human impact on fluvial ecosystems
ეს მოვლენა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ათწლეულში, რაც გამოიწვია ანთროპოგენულმა ფაქტორმა. მრავალი მდინარის სისტემაში (მისისიპი, რეინი, სენა, დუნაი, ოდერი და სხვა) აღინიშნება ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ქლორის და სხვა იონების ზრდის ტენდეცია და მძიმე მეტალების არსებობა. საერთაშორისო კომპლექსურმა ექსპედიციამ „ლურჯი დუნაი - 90“ აჩვენა, რომ ისეთი დიდი მდინარე როგორიცაა დუნაი განიცდის ძლიერ ანთროპოგენულ დატვირთვას. თანდათან დიდდება ჩამდინარე წყლების რაოდენობა, რომელიც 2000 წლისთვის აღწევდა 76 მ³ს, ე.ი. გაიზარდა 14-ჯერ 1985 წელთან შედარებით. დუნაის ძირის ნალექებში აღინიშნება მნიშენელოვანი კონცენტრაცია მძიმე მეტალების (რკინა, ცინკი, სპილენძი, ტყვია, ნიკელი, კობალტი, კადიომი), უარესდება მიკრობიოლოგიური ხარისხი. მდინარე მსხვილ საწარმოო ცენტრებში გადინებისას იძენს მუტაგენურ თვისებას. დუნაის ყველა გასინჯულ უხერხემლოებში და თევზებში გამოვლენილია მდგრადი პოსტიციდები. ასეთივე მდგომარეობაა მსოფლიოს უმრავლეს მდინარეში. თანამედროვე ჰიდროენერგიულმა მშენებლობამ ძლიერ დაარღვია მდინარეების ბუნებრივი რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ არაორგანიზებულმა თევზჭერამ მნიშვნელოვნად შეამცირა მათი რაოდენობა მდინარეებში. გაჭუჭყიანებას განსაკუთრებით განიცდიან მცირე მდინარეები (სიგრძით – 100კმ ან წყალშემკრები აუზით 2000 კმ² - მდე) განსაკუთრებით ტიპურია მათი დეგრადაციისათვის ორი მიზეზი: არარეგულირებული ხე-ტყის დაცურება და ინტენსიური ანთროპოგენული ნიადაგების ეროზია.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9