აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ
ადა ადგ ადვ ადი ადს

ადამიანის საქმიანობის ზემოქმედება ლანდშაფტზე

Rus. Воздействие человеческой деятельности на ландшафты
E. Human activity influence on landscape
ლანდშაფტის შეცვლა თავის მხრივ იწვევს დადებით და უარყოფით შედეგს სამეურნეო მოღვაწეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ლანდშაფტზე ზემოქმედებას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი მიზანი: ა) ბიოლოგიური პროდუქტიულობის გადიდება ან რესურსების ზრდა (მიწის სასოფლო-სამეურნეო დამუშავება, სხვადასხვა სახის მელიორაცია); ბ) ზოგიერთი რესურსის დაგროვება (მათი მარაგის შექმნა, მაგ. წყალსაცავის სახით); გ) ადამიანის ირგელივ არსებული გარემოს გაჯანსაღება (ინფექციის ბუნებრივი კერების ლიკვიდაცია და სხვ. დ) საქმიანობის პირობების გაუმჯობესება (ლანდ მაფტის კეთილმოწყობა: გზის გასწვრივ თოვლის დამცველი ნარგავების გაშენება, ნაყარის შექმნა ტრანსპორტის მოძრაობისათვის, მეწყერი და ზვავსაშიში მდგომარეობის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სხვ) ლანდშაფტის კომპონენტების ურთიერთკავშირს, ასევე მათ კავშირს მომიჯნავე ლანდშაფტებთან მივყავართ იქამდის, რომ მის ერთ-ერთ კომპონენტზე მიზანდასახულ ზემოქმედებას ხშირად თან ახლავს წინასწარგანუსაზღვრელი ზემოქმედება მის სხვა კომპონენტებზე. პრაქტიკულად თითქმის ადამიანის საქმიანობის ყველა ფორმა (საწარმოო, რეკრეაციული, მეცნიერული) მუდმივად ან პერიოდულად მოქმედებს მათზე. დღეისთვის ადამიანის საქმიანობამ მიიღო გლობალური ხასიათი და იგი ფართოვდება მოსახლეობისა და ტექნიკის ზრდასთან ერთად. ლანდშაფტზე ზემოქმედება იწვევს მისი მდგომარეობის სხვადასხვაგვარ ცვლილებას (კომპონენტების რეჟიმსა და მთელი ლანდშაფტის).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9