- რაც გადახურულია და წვიმა არ ჩამოდის (სახლი, ბოსელი, საქათმე, ბეღელი, მარანი და მისთ.), – ყველაფერი ნამშრალია. ბევრი გვაქ ნამშრალი, მარა არ ქვყოფნის (ზარანი); ნამშრალს უძახიან ბოსელს, სახს, მარანს, საღორეს საქათმეს, ხულას... (ბოსლევი); ნამშრალი რო მეყიდა. წეიღებდა მევალე (ხიდარი); თავლაც, ბოსელიც, საღორეც, საქათმეც ნამშრალია, მარა დიდი ნამშრალი უნდა ქქონდეს, რო თავი შეიფარო, სახლია დიდი ნამშრალი (ჩიხა). || სახლთან არსებული დამხმარე ნაგებობა. კაათ ვიყაით, ნამშრალები ბევრი ქვქონდა (წაქვა); ეს ძველი ნამშრალი იქ იდგა, გადმევიტანეით და გავაკეთეით (ვახანი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 279.