ობ ოგ ოდ ოვ ოთ ოკ ოლ ომ ონ ორ ოტ ოუ ოფ ოქ ოყ ოშ ოჩ ოც ოხ ოჯ
ონჯ

ონჯარო

  1. ფიცრებისაგან შეკრული ან ამოთლილი გრძელი, დიდი, პირღია ან სკივრისმაგვარი, (თუ გობივით) ჭურჭელი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. წისქვილის ნაწილი - საფქვილე ალა
     
    ფქვილი რო იფქვება, იყრება ონჯაროში, ონჯაროდან ვიღებთ ჩოგნით (ტაბაკინი). || ოჯახში ფქვილის ჩასაყრელი სკივრისმაგვარი ჭურჭელი. სახში ფქვილს ვყრით ონჯაროზე, წისქვილში ალაა (მოხვა).
    See also: კიბორჩხალა, რაფი³
  2. ფიცრებისაგან შეკრული გრძელი, თავღია ჭურჭელი. მასში გადის საარაყე ქვაბის თავთან შეერთებული მილი, საიდანაც გამოდის გამოხდილი არაყი
     
    ონჯაროში ასხამენ ცივ-ცივ წყალს, რომ სიმხურვალისაგან არ გასკდეს მილი და ორთქლად წამოსული არაყი იქცეს სითხედ. გარეცხენ ქვაფს კარქათ და მილს. მილი გადის ონჯაროში. რახს გარეცხილ ქვაფში ჩაასხამ და მოუნთეფ ცეცხს, ონჯაროში ასხამ ცივ წყალს, რო გაცივდეს ოტკა (ღარიხევი, ხიდარი, უჩამეთი, ფუთი).
  3. სატკბილე
     
    ინდურს ონჯაროები უდგია (საბე); ინდურს პატარა ღარი აქ, უდგამთ ონჯაროს. ონჯარო ხისაა, 4 ფუთამდე ჩავა (ზვარე).
  4. ხის გობი, რომელშიაც ამარილებენ ღორის ხორცს ახ კიდევ საარაყე ხილს ჩეჩქვავეხ
     
    ონჯაროში ხილს ვჩეჩქვამთ, ღორს რო დავკლამთ, იმასაც დავამარილეფთ შიდა (ხვაშითი, შუქრუთი).
  5. ამოთლილი ხის ჭურჭელი, რომელზეც ღორის საქმელს ათავსებენ
     
    ღორის საჭმელს ზოგი ონჯაროს უძახის ზოგი - როფს (საქარა).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 294-295.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9