ობ ოგ ოდ ოვ ოთ ოკ ოლ ომ ონ ორ ოტ ოუ ოფ ოქ ოყ ოშ ოჩ ოც ოხ ოჯ
ოცხ

ოცხანური || ოცხანური საფერე

იმერეთში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელსაც ძირითადად იყენებენ სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად და ნაკლებად შეფერილი ღვინოების ფერის გასაუმჯობესებლად. აქვს პატარა, მკვრივი მტევანი და წვრილი, მომრგვალო, მუქი იისფერი, თითქმის შავი მარცვალი. დაბლარად გაშენების შემთხვევაში ნაკლებმოსავლიანია, ამიტომ უფრო ნახევრად მაღლარი ფორმით, ე. ი. ოლიხნარის წესით გამოჰყავთ
 
ოცხანური საფერე გვიან მწიფდება. ოცხანური უმალ იყო, შავი ყურძენი იყო. მე ერთ წელიწათს 6 საპანე მომივიდა მარტო ოცხანური. ნამყენი აგერ ახლა დეიწყეს (წყალშავი); ოცხანური საფერე გურიიდან უნდა იყოს შამოტანილი, ოცხანიდან (ქვედა საქარა); საფერავი არი კახური და ოცხანური. ოცხანურს მორჩილა, შეკრული ტევანი აქ, საშუალო ზომის კაკალი, საფერავათ იხმარება. კახური საფერავი იმდენათ არ აშავეფს, როგორც ოცხანური და არომატი არ აქ ოცხანურის მზგავსი, ოლეხზე (იხ.) არი ასული ჩვენთან ოცხანური საფერე (ტაბაკინი); ოცხანური საფერავი ხეებზე აყავთ, იმას ხმარობენ თეთრი ღვინის შესაფერავად, მისი ღვინო კარგი დგება, მჟავე, არომატული: ზოგიერთს 20 ფუთამდე მოსდის (ვახანი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 299-300.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9