- აჯამეთის თეთრს აქ წვრილი ნაქურჩელი, თეთრი გრძელი მარცვალი, გარედან ჩაჭიკნილი, ანუ ჩაკაბილული. დიდმოსავლიანია სხვა ჯიშებთან შედარებით (ქვედა საქარა);
- აჯამეთის ყვითელი ყვითელმარცვლიანი სიმიდის ჯიშია (მოხვა).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 40.