ადგილობრივი ვაზის უხვმოსავლიანი ჯიში, მოიპოვება ძირითადად კახეთში და ზემო იმერეთში, უპირატესად ზესტაფონის რაიონში, მცირე რაოდენობით საჩხერის რაიონშიც, სადაც იგი ცნობილია ხითერის სახელწოდებით. ჟრიას აქვს საშუალო ზომის მტევანი, ასევე საშუალო ზომისვე თხელკანიანი მუქი ვარდისფერი მარცვალი,მაგრამ მარცვლების არათანაბარი დამწიფების გამო მტევანი ჭრელია წაწითალო-წათეთრო მარცვლებით, რომლებიც სავსებით დამწიფების დროს იმდენად მუქი ვარდისფერი ხდება, რომ თითქმის შავსა ჰგავს. ადრე მწიფდება, მისგან დგება ვარდისფერი შეფერვის საშუალო ღირსების ღვინო
- ჟრიას საშუალო სიმსხოს ჭრელი მარცვალი აქ, ერთი წათეთროა, ერთი წაწითალოსავით, უფრო მუქი ვარდისფერი. მაგარი ღვინო არ დგება მისგან. დგება ცხრაგრადუსიანი ღვინო (განთიადი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 308.