რა რგ რე რვ რი რკ რო რრ რუ რქ რღ რჩ რც რძ რწ
რა რაგ რად რაე რავ რაზ რაი რამ რან რას რაფ რაღ რაძ რახ

რაფი²

ხის ან ქვის ნაგებობა, რომელიც გზას უღობავს წყლის მიმდინარეობას, ამაღლებს მდინარეში, ღელეში ან რუში წყლის დონეს და ამარაგებს წყალს წისქვილისათვის მისაწოდებლად (ტექნ. კაშხალი), – წისქვილის სათავე
 
არხის სათავეა რაფი, ხეებია ჩაწყობილი და გარაგულია იქა (ფუთი); ჯერ უნდა გოუჭრა არხი, მერე უნდა გაუკეთო რაფი: ხეები უნდა ჩააწყო წყალში უნდა შეაკავოს წყალი რაფმა (ზოვრეთი); რაფს უძახით, ხეებია ჩაწყობილი წყალში; ცემენტიდანაც კეთთება, თუ ქვა აქ; თუ ბილნარია, ხეები ჩეეწყობა, წყლის დასაბუგებელია (ქვედა საქარა); ღარზე ჩამოდის წყალი არხიდან, არხის სათავეა რაფი, – ხეები ჩაწყობილია, და გარაგული იქა (შროშა); რო მეიმატეფს წყალი, რაფზე გადავა; რაფი შეკრული ხეებია, როცა დიდია წყალი. გადავა იმ რაფზე და დანარჩენი მიდის წისქვილში (მეორე სვირი); წყალ რო დააგუბებენ, დააკავებენ, იგი სათავეა. მერე მოდის წყალი რაფში – წკნელის ღობეა, ქვეფს ყრიან შვაში (მორძგვეთი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 309.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9