საზღვრის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი
- სამანი არი იქა: ქვა არი გათლილი და აწერია ზედე. რო გაყოფ მიწასა, ჩადეფ ქვას – სამანს (ვახანი); ძმა ძმას რო გაეცლება, საზღვარს დაიდებენ ყანის თავში და ბოლოში გარკვეული სიმაღლის სიპ ქვას ჩააგდებებ და მას სამანს უწოდებენ (იქვე).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 326.