- ფარეხი საზაფხულო ბოსელია, დაუხურავი და წკნელით შემორაგული (წაქვა); საქონლის საზაფხულო სამბურს ფარეხიც ქვია და საჩეხიც. ჩვენ ორივეს ვხმაროფთ (ლიჩი); გადმოხტა გელი ფარეხში (ღოდორა); ფარეხი ცხვრების საზაფხულო შემორაგული სამწყვდევია (ტაბაკინი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 383-384.