ღვინის შესანახავი მცირე ტევადობის ჭური, რომელიც შიგ ჩაუსვლელად, ზევიდან ირეცხება სარცხით (ასე იხმარება მთელს ზემო იმერეთში, ოღონდ სოფლების მიხედვით ქვევრი სხვადასხვა ტევადობისაა)
- ქვევრი ქვია მორჩილ ჭურს, 13 ფუთიდან რო წავა ქვევით, მერე ჭური აღარ ეთქმის (ჩიხა); ქვევრა პატარა ჭურია, ზეიდან სარეცხი (ლიჩი); 20 ფუთამდე რო ჩადის,
- ქვევრა ქვია დიდს - ჭური (საღვინე); ქვევრა ქვია 5-დან 10 ფუთამდე თუ ჩადის, ჭური დიდია (წყალშავი, ქვები); 50-ფუთიანს ზევით ჭურია, ქვევით – ქვევრა (შროშა).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.