ცა ცე ცვ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ
ციე ცინ ცირ ცის ციც ციხ

ციცქა

იმერეთში ფართოდ გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის უხვმოსავლიანი ჯიში, რომელიც იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფელში ციცქა ცნობილია შანთის სახელწოდებით. ზოგჯერ განასხვავებენ ციცქას, ანუ შანთს, სქესის მიხედვითაც და გამოჰყოფენ მამალ და დედალ შანთს. ციცქას აქვს საშუალო ზომის მტევანი საკმაოდ გრძელი, მკვრივი ყუნწით და საშუალო ზომისვე მომრგვალო (ან იშვიათად ოვალური) მომწვანო-ყვითელი მარცვალი. მარცვალს თხელი კანი აქვს, რბილობი - წვნიანი, შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერისა და ყინვების მიმართ
 
ციცქა იმერეთის კოლმეურნეობებში მასიურად გავრცელებული ვაზის ჯიშია. საშვალო ტეგანი აქ და თეთრი მარცვალი. იძლევა საგრძნობლათ დიდ მოსავალს და ძვირფას მასალას წარმოადგენს შამპანურის დამზადებისათვის (საბე).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 463.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9