ძა ძგ ძე ძვ ძი ძლ ძმ ძნ ძო ძრ ძუ
ძვე ძვი

ძველშავი

იმერული ვაზის შავყურძნიანი უძველესი ჯიში, აქვს საშუალოზე დიდი ზომის ოდნავ მკვრივი (ან საშუალო სიმკვრივის) მტევანი, ხოლო საშუალო ან საშუალოზე მსხვილი მომრგვალო მარცვლები. მარცვლის კანი უხეშია და ადვილად სცილდება რბილობს. მარცვალი არის მუქი წითელი, თითქმის შავი ფერისა და დაფარულია სქელი ცვილით, რომელიც მუქ იისფერ ელფერს აძლევს. ძველშავი უხვმოსავლიანი ჯიშია, მისგან მზადდება სუფრის წითელი ღვინო. ზესტაფონის რაიონში იგი უპირატესად შამპანურის მასალად გამოიყენება; გამძლეობას იჩენს ნაცრის მიმართ, მაგრამ ჭრაქის მიმართ ვერა.
 
ძველშავი აქ ძველ ნარგავეფში იმყოფება, საბეში გადაშენების გზაზეა რადგან მთის ზონაა, ზამთრის ყინვეფს ვერ უძლეფს (ღორეშა); ძველშავს შავი მარცვალი აქვს, ადრე მწიფთება. აქ არი კიდევ გუდაძის ძველშავი, ბაღდათიდან მოუტანიათ, ძაან მოსხმა იცის, მარა ნიადაგი უნდა ღონიერი (ბაჯითი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 471.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9