- ჭაჭაზე წყლის დასხმით მიღებულ ღვინოს წყალმაჭარაც ქვია და ნარწყულიც (წყალშავი); წყალმაჭარა და სახარჯო ერთი და იგივეა (სვერი). || საწნახელში ჩაყრილ ჭაჭაზე წყლის დასხმით მიღებული ღვინო დუღილის შემდეგ. საწნახელში მყოფ ჭაჭას ასხამენ წყალს დუღილის დროს მას ეძახიან ნაქაჩს როცა დუღილს დაამთავრებს და დეიწმინდება, გადმოასხამენ საწნახლიდან და ჩაასხამენ ჭურში, უძახან წყალმაჭარას, ანუ სახარჯოს (ტაბაკინი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 488.